მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი 75 ათასამდე ამერიკელს სტუდენტურ სესხს აპატიებს

ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 74 000 ამერიკელს $5 მილიარდის ოდენობით სტუდენტურ სესხს პატიობს - ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტუდენტური სესხების პატიების ამბიციური გეგმა გააუქმა - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, სესხების გაუქმება ამჯერად საჯარო მოხელეების სესხების პატიების პროგრამის თანმდევი პროცესია. ბაიდენის თქმით, იმ ადამიანთაგან, რომლებსაც სტუდენტური სესხები გაუუქმდებათ, 44 000 მასწავლებლები, მედდები, მეხანძრეები და სხვა პირები არიან, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია, საჯარო სამსახურში მსახურობენ. 30 000-მდე ამერიკელს კი ვალი, სესხის მინიმუმ 20 წლის განმავლობაში დაფარვის შემდეგ გაუუქმდება.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტური სესხი უკვე ეპატია 3.7 მილიონზე მეტ ამერიკელს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები