მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლდოვასთან პირდაპირ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს

თვითმფრინავი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Vision Air-ი საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მოლდოვური ავიაკომპანია კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს 2025 წლის 2 ნოემბრიდან შეასრულებს.

Vision Air-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) დაიწყებს და ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

Vision Air-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები