მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

სს

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანის ახალ მთავრობას დაუჭირა მხარი.

ახალი მთავრობის დამტკიცებას მმართველი PAS პარტიის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ტოფანმა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას ხუთი პრიორიტეტი ექნება:

ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ქვეყნის მოდერნიზაციისთვის გამოყენება, სახელმწიფო სისტემის ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრობისთვის ვასილე ტოფანის კანდიდატურა 11 ივლისს წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები