მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოლებში თავისუფალი კომერციული ფართის პოვნა რთულია" - ნატო ბოჭორიშვილი

მოლი

"ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენტის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თბილისში ცენტრალურ ქუჩებსა და მოლებში კომერციულ უძრავ ქონებაზე დიდი დეფიციტია და ფართები გათავისუფლებისთანავე ქირავდება. რაც შეეხება საოფისე ფართებს, ნატო ბოჭორიშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ A კლასის ოფისებში მაღალი ფასის გამო ვაკანტურობა მეტია, ხოლო B და C კლასის ბიზნეს ცენტრები თითქმის სრულად შევსებულია.

“კომერციულ რითეილ ფართებზე, ნამდვილად დიდი მოთხოვნაა და ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ მოცულობით, რაც დღესდღეობით გვაქვს ბაზარზე. ფაქტობრივად, ტოპ ლოკაციებზე, ვგულისხმობ ცენტრალური ქუჩებს, გათავისუფლებული ფართები უმოკლეს ვადებში ქირავდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოლების კონცეფცია საკმაოდ აქტიურად განვითარდა ჩვენს ქალაქში, ჩვენი რითეილ ქუჩებიც მოთხოვნას არ კარგავენ და დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად ხდება ამ გათავისუფლებული ფართების მალევე დაკავება.

კომერციულ ქონებებზე ოფისების კუთხით კი ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. A კლასის ოფისები საკმაოდ ძვირია, ამიტომ ვაკანტურობის ცოტა მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. როცა ვსაუბრობთ B და C კლასის ოფისებზე, დღესდღეობით საკმაოდ პატარა ვაკანტურობა აქვთ. ანუ ბიზნეს ცენტრები, რომლებიც საშუალო სეგმენტზე მუშაობენ, ფაქტობრივად ნულოვანი ვაკანტურობით არიან წარმოდგენილი.

პოტენციალი არსებობს იმის, რომ ბინებში და კორპუსების ქვეშ არსებული ოფისები მეტ-ნაკლებად უახლოეს მომავალში გადავიდნენ ბიზნეს ცენტრებში. ბოლო 10 წელში ბიზნესების მოთხოვნა ოფისების მიმართ შეიცვალა. ბევრად უფრო აქცევენ ყურადღებას თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, რაც ძალიან სასიამოვნოა და აისახება, რა თქმა უნდა, იმაში, რომ უფრო B და A კატეგორიის ოფისების დაკავება ხდება დროთა განმავლობაში.

იცით, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მოლების გაფართოება და პლუს კიდევ რამდენიმე ახალი მოლის დამატება ქალაქის მასშტაბით. ეს ცალსახად კვლევის საფუძველზე განხორციელდა, იმიტომ რომ დღესდღეობით მოლებში ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ რთულია თავისუფალი ფართის პოვნა. ჯერ ერთი რომ არც არის და ფაქტობრივად რიგიც კი არის იმაში, რომ მოლში კარგ ლოკაციაზე განთავსდნენ სხვადასხვა ბიზნესები.

რითეილ ქუჩებზე როცა ვსაუბრობთ, ის რამდენიმე ქუჩა, რაც გვაქვს ცენტრალურ ადგილებში, იქ მოთხოვნა ყოველთვის მაღალია და ეს იმითიც დასტურდება, რომ ნებისმიერი გათავისუფლებული ფართი საკმაოდ მალე პოულობს თავის ახალ პატრონს”, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები