მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია”- საწვავი გაძვირებას განაგრძობს

6239df98c1696
ანუკა ჯოხაძე
22.03.22 19:00
1827
ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის საერთაშორისო ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საწვავის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო. საერთაშორისო ფასები უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, 24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმ მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი 60 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ძირითადად ყველასთვის კარგად ნაცნობი ორი ფაქტორით არის განპირობებულია: საწვავის საერთაშორისო ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

“პლატცის მიხედვით, ბენზინზე ფასი გაზრდილია 20%-ით, ხოლო დიზელზე 42%-ით. შესაბამისად, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს მზარდი ფასები. ფასები დიზელის შემთხვევაში 4 ლარიან ნიშნულსაც გადაცდა. ფასების ზრდის ეს მასშტაბი, რაც დიზელის საწვავთან მიმართებით გვაქვს, ქმნის მწარე რეალობას. მიმდინარე ეტაპზე სტაბილური ვითარების ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთულია. ამის პარალელურად ომის დაწყებიდან ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 20-25 პუნქტით არის გაუფასურებული, რაც დამატებითი ფაქტორია. მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია. იმ ვითარებაში ვართ, როცა არანაირი პროგნოზისა და გათვლის გაკეთება არ შეიძლება”-აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები