მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წელს ჯანმრთელობის დაზღვევა 8-10%-ით გაძვირდება - “არდი”

ჯანმრთელობის დაზღვევა

სადაზღვევო პაკეტები ძვირდება - მიზეზი ინფლაციური პროცესები და სერვისების გაზრდილი მოხმარებაა, რომელსაც სადაზღვევო პაკეტებზე გაზრდილი მოთხოვნა ვერ აბალანსებს.

"არდის" საოპერაციო დირექტორი გვიხსნის, რომ მათ შემთხვევაში ძირითადი წნეხი ავტოდაზღვევაზე მოდიოდა, სადაც პაკეტები 15-20-%-ით გაძვირდა, თუმცა სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაზღვევაზე არსებული ფასების გადახედვაც მოხდა.

მისი შეფასებით, არსებული ფასების დაკორექტირების ძირითადი მიზეზი 2024 წელს ინფლაციური წნეხი იყო. ეკა ერგემლიძე აცხადებს, რომ მათი მოლოდინით, 2025 წელს სადაზღვევო პაკეტებზე ფასების ზრდა მოხდება, თუმცა 2024 წლისგან განსხვავებით უფრო მეტი გავლენა სამედიცინო დაზღვევის პაკეტებზე იქნება.

“ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მდგომარეობა 2024 წელს დასტაბილურდა და გაძვირების კოეფიციენტი დაახლოებით 8-9% იყო, თუმცა 2024 წლის შეფასებიდან გამომდინარე და არსებული პროცესებიდან გამომდინარე 2025 წლისთვის ველოდებით სამედიცინო ინფლაციას, რომელიც ყოველწლიურად არის. მოლოდინი გვაქვს ალბათ წელსაც დაახლოებით 8-10% იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების ღირებულების ზრდის კოეფიციენტი. უფრო მეტად შეეხო ფასების ზრდა ავტოდაზღვევის ნაწილს, არდის შემთხვევაში პაკეტები 15-20%-ით გაძვირდა, ესეც გამოწვეულია ინფლაციიდან, ავტომობილების ნაწილები გაძვირდა, სერვისი გაძვირდა. შედარებით უფრო 2024 წელი უფრო რთული იყო ავტოდაზღვევისთვის. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ 2025 წელს მდგომარეობა უფრო დასტაბილურდება,”- ამბობს "არდის" საოპერაციო დირექტორი ეკა ერგემლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები