მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლოდინი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს დაიწყებს - Galt&Taggart

628e284c5b129
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 16:58
173
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მათი მოლოდინით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები უნდა შეავსოს.

“ლარის გამყარების ტრაექტორიას ვუყურებთ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს დაიწყებს. აპრილში საერთაშორისო რეზერვები 3.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მანამდე მათი მოცულობა 4 მილიარდს აჭარბებდა. თანხა, რაც მარტში მოლოდინების მოსათოკად იყო გამოყენებული და 40 მლნ დოლარის ინტერვენცია განხორციელდა, მინიმუმ იმის შევსება მაინც მოხდება”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა.

2022 წელს სულ სებ-მა ორი აუქციონი ჩაატარა, პირველად 9 მარტს, რომელზეც 39.6 მილიონი გაყიდა, ხოლო მეორედ 24 მაისს, რომლითაც $10 მილიონი შეისყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები