მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინტერვენციების ხანგრძლივად გამოყენება არაეფექტიანი იქნება“ - ევა ბოჭორიშვილი

Galt&Taggart

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრები პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და  ნიკოლოზ გაგუა თანამდებობიდან გადადგნენ. სებ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. მარეგულირებელ ორგანოში 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა ეროვნული ვალუტის კურსზე იქონია გავლენა და ლარმა გაუფასურება დაიწყო. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 3.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. 20 სექტემბრის საღამოს სებ-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი გაყიდა. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, დღეს გასაყიდად კიდევ 50 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 37.1 მლნ დოლარი აითვისა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.

რამდენად სწორია სებ-ის მიერ ინტერვენციების აქტიური გამოყენება და როგორია მოლოდინები - ამ კითხვებით BM.GE-მ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსს ევა ბოჭორიშვილს მიმართა.

საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ლარის რყევა არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, თუმცა ინტერვენციების ხანგრძლივ დროში განხორციელება არაეფექტიანი იქნება.

„ეს ბაზარზე არსებული ვითარების გამო მოკლევადიანი ეფექტის და სენტიმენტების გასანეიტრალებლად ხდება. რამდენად გაგრძელდება ეს ნეგატიური მოლოდინები, შეიძლება ჩაცხრეს ეს ნეგატიური მოლოდინები... თუ ლარი ძალიან გაუფასურდა და მერე ყველაფერი ჩაწყნარდა, ვფიქრობ, ლარი ნელა დასტაბილურდება.

თუ ბაზარი ახლა არ დაწყნარდება და ნეგატიური სენტიმენტების გაგრძელდა, ინტერვენციების ხანგრძლივად გამოყენება არაეფექტიანი იქნება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კვლევების დეპარტამენტის უფროსი თვლის, რომ ლარზე ნეგატიური გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება. Galt & Taggart-ში მოვლენების განვითარების 2 სცენარს განიხილავენ.

„ჩვენი მოლოდინია, ერთი ვერსიით ეს პანიკა გაგრძელდება და ლარი კიდევ გაუფასურდება და მეორე ოპტიმისტური სცენარია, რომ ლარის კურსი გაჩერდება და წლის ბოლომდე 2.7 ლარის ნიშნულზე დასტაბილურდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები