მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებშიც ინფლაციას შემცირების ტრაექტორია ექნება - ლაშა ხუციშვილი

სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 12.3% იყო, - მონაცემები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ რეალურად, ეს არის პირველი თვე, როცა ინფლაციამ შემცირება დაიწყო.

„ჩვენ ამის მოლოდინი რა თქმა უნდა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებშიც ინფლაციას ექნება შემცირების ტრაექტორია, ხოლო უკვე მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვნად დაიწყებს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას. ამ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ინფლაციის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის გეგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო წლის ბოლოს დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, შესრულდეს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ფისკალური კუთხით, როცა ბიუჯეტი იყო 9.2%-ის დეფიციტით დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე წელს 7,1%-ით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა და მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება წარდგენილი პარამეტრებით.

„ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ახლოს იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%)“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია არის პრობლემა პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ევროპაში, ამერიკაში და ჩვენს მეზობლებშიც.

„ეს არის ერთგვარი გვერდითი ეფექტი ეკონომიკაში, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები