მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინია, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო დატოვონ - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და მთავრობის საგარეო კურსის ცვლილების შედეგად, ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო დატოვონ.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია გაიზრდება.

"უკანასკნელ 10 წელში 300 ათასამდე მოქალაქემ დატოვა საქართველო. აქ მთავარი გარემოება იყო, რომ საქართველოში ცხოვრების ხარჯი გაიზარდა. თუ საქართველომ გეოპოლიტიკური მიმართულება შეიცვალა და ევროპული სახელმწიფო აღარ ვიქნებით, რისკი, რომ საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, მაღალია. ეს კი, ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას, შეარყევს. თუ ჩვენი დაახლოება რუსეთთან გაძლიერდა, არსებობს მოლოდინი, რომ ამ ადამიანებმა [რუსეთის მოქალაქეებმა] საქართველო დატოვონ.

დინამიკა ზოგადად აქამდეც შეინიშნებოდა, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ დატოვა საქართველო. რეალურია, რომ თუ საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულება შეიცვლება, ამან რუსეთის იმ მოქალაქეების საქართველოდან გასვლა გამოიწვიოს, რომლებიც დღეს აქ არიან", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები