მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალ კვირას მიხაელ როთი საქართველოს "გამოსამშვიდობებელი ვიზიტით" ეწვევა

როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი მომდევნო კვირას საქართველოში ჩამოდის.

"მოუთმენლად ველი ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში შემდეგ კვირაში. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ევროპელებსაც და თავისუფლებისთვის მებრძოლებს და გერმანელი პოლიტიკოსის რანგში დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საპარლამენტო მანდატს მალე ეწურება ვადა, გავაგრძელებ თავისუფალი საქართველოს ერთგულებას", - წერს როთი.

როთი აქტიურად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას" და მის მთავრობას მას შემდეგ, რაც მათ რუსული კანონი მიიღეს. გასულ წელს, ის არაერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში. როთი ნოემბერში დაწყებული პროდასავლური აქციების აქტიური მხარდამჭერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები