მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალ კვირაში Volkswagen-ი და Toyota ევროპაში ქარხნებს გახსნიან

5e99a3fe651f8
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 17:12
1094
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნები Volkswagen-ი და Toyota მომავალი კვირიდან ევროპის ქვეყნებში ქარხნების გახსნას იწყებენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც Volkswagen-ი აცხადებს, 1-თვიანი პაუზის შემდეგ, კომპანია წარმოებას განაახლებს გერმანიაში, ბრატისლავასა და სლოვაკეთში, ხოლო დანარჩენი საწარმოები, რომლებიც პორტუგალიაში, ესპანეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და მექსიკაში განთავსებული, მუშაობას მაისიდან შეუდგებიან.

Toyota აცხადებს, რომ საფრანგეთსა და პოლონეთში მარტის შუა რიცხვებში დახურული ქარხნები  22 აპრილიდან ამუშავდება. 

შემცირებულ მოგებაზე საუბრობს Volkswagen-ი. კომპანია აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში საოპერაციო მოგებამ 900 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 მილიარდი იყო. 

Volkswagen-ს, ჯამში,  მსოფლიოს მაშტაბით 670,000 თანამშრომელი ჰყავს და აქედან 490,000 - ევროპაში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები