მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება - რას ყიდულობენ?

6452415c5c6ae
გიორგი არონია
03.05.23 18:41
3059

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაში მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტომწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს. აპრილის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში 5160 ერთეული ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც 4.3-ჯერ მეტია, ვიდრე შარშან, მაგრამ თითქმის ორჯერ, ანუ 49%-ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის აპრილში. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში მოთხოვნა 14%-ით გაიზარდა.

უკრაინაში აპრილში გაყიდულ ავტომობილებს შორის იაპონური Toyota ლიდერობს - ერთ თვეში, ქვეყანაში ამ ბრენდის 805 ავტომობილი დარეგისტრირდა. მეორე და მესამე ადგილებს ფრანგული Renault და გერმანული BMW იკავებენ, რომელთაც 543 და 439 ავტომობილი გაყიდეს. ყველაზე პოპულარულ ხუთ ბრენდს შორის ასევე მოხვდა გერმანული Volkswagen-ი (419 ერთეული) და ჩეხური Skoda (393 ერთეული).

უკრაინის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ აპრილის ყველაზე პოპულარული მოდელიც გამოავლინა - ეს ტიტული ფრანგული წარმოების კროსოვერს, Renault Duster-ს ერგო, რომელიც ერთ თვეში 508-ჯერ გაიყიდა.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ სამ თვეში უკრაინაში 16,400 ახალი მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რად 32%-ით მეტია, ვიდრე შარშან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები