მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - ისწავლე ამერიკულ სკოლებში და იცხოვრე ამერიკულ ოჯახებში

აშშ
BM. GE
12.08.23 00:00
175

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისი ავრცელებს. 

მათი ცნობით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის  მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ
მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი
ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები ირიცხებიან და სწავლობენ
სკოლაში, საქართველოში და ფლობენ ინგლისურ ენას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე და 2006 წლის 15 თებერვლიდან 2009 წლის 15 ივლისამდე დაბადებული.

2023-2024 წლისთვის პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდება ონლაინ, 2023 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე. ნახევარფინალი კი ჩატარდება ლაივ-რეჟიმში, რაც გულისხმობს-პირად გასაუბრებასა და ტესტირებას. მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხემისაწვდომია ინტერნეტი ან არის ტელეფონის/კომპიუტრის გამოყენების შესაძლებლობა.

I რაუნდი ჩატარდება აგვისტოში. იგი მოიცავს ონლაინ აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვებს, რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღებად
გადადით ბმულზე: https://ais.americancouncils.org/flex

II რაუნდში, აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს. ფინალური რაუნდი რაუნდი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას, 2 ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხურს წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.

ცნობისთვის: უკვე, ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები