მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

Xbox

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის გეიმინგ მიმართულება, Xbox-ი, მომდევნო თვეში თანამშრომელთა მასშტაბურ გათავისუფლებას გეგმავს. როგორც ირკვევა, კადრების ოპტიმიზაციასთან ერთად კომპანია მარკეტინგულ და სხვა მიმართულების ბიუჯეტებსაც შეკვეცს. Bloomberg-ის ინფორმაციით, შემცირებების ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედია წერს, რომ პროცესი საკმაოდ მასშტაბური იქნება და ის 30 ივნისს დაიწყება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო კვარტალში აღნიშნული სათამაშო მიმართულების მოგებიანობის მარჟა 3%-მდე დაეცა. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონტენტსა და პლატფორმებზე $20 მილიარდზე მეტის დახარჯვის მიუხედავად, კომპანიის წლიური შემოსავალი თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირდა. როგორც Bloomberg-ი წერს, Xbox-ის აღმასრულებელმა დირექტორი, აშა შარმა სწორედ ამ მიზეზის გამო გეგმავს შემცირებების გამოცხადებას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არსებული ინფორმაციით, შემცირებებით დაზოგილ თანხას Xbox-ის ხელმძღვანელობა პლატფორმის ინფრასტრუქტურის განახლებასა და პორტფელის გადახედვას მოახმარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები