მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალ წელს მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

63402dd13a8f1
ინგა მურუსიძე
07.10.22 19:35
610
2023 წელს, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ფერმერებისათვის მოსავლის ამღები ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა მეტად ხელმისაწვდომი გახდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში 15.7%-ით გაიზარდა. გაზრდილ ბიუჯეტი შეეხება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასაც.

ბოლო წლებში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, ათი ათასობით ჰექტარზე თანამედროვე მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა; ხელი შეეწყო ერთწლოვანი კულტურების მოყვანას; წლიდან წლამდე, ბაღები შედის მსხმოიარობაში, მზარდია მოთხოვნა მოსავლის ამღებ ტექნიკაზე, მათ შორის, კომბაინებზე, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტექნიკაა. მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა როგორც მრავალწლოვანი, ასევე ერთწლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

2020-2021 წლებში, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 13,102,926 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები