გასულ წელს, გლობალური კოსმოსური ინდუსტრია 8%-ით, $546 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება. ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის, Space Foundation-ის ინფორმაციით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური კოსმოსური ინდუსტრიის 41%-ით გაზრდა არის მოსალოდნელი. აღნიშნულ ზრდას ექსპერტები ინდუსტრიის მეტად ჩამოყალიბებას და მის მიმართ ინვესტორების უფრო მდგრად ინტერესს ასახელებენ.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც კოსმოსური ინდუსტრიის ზრდას დააჩქარებს, ამ სფეროში არსებული კომპანიის მზარდ შემოსავლებში და სახელმწიფოების მიერ ამ მიმართულებით უფრო მეტი პროექტის დაფინანსებაა. გასულ წელს, კომპანიების ჯამური შემოსავალი $427.6 მილიარდამდე გაიზარდა, როცა ერთი წლით ადრე ის $392.2 მილიარდის ტოლი იყო. ამ თანხის მესამედი - ინფრასტრუქტურაზე და კოსმოსური აქტივობების წახალისებაზე მოდის, მათ შორის სადგურებსა და კოსმოდრომებზე. დარჩენილი ნაწილი კი - სატელიტებზე მოდის.
ინდუსტრიის ზრდის პარალელურად, შემცირდა სფეროში ვენჩურული კაპიტალის შემოდინება. თუ 2021 წელს, ამ მიმართულებით ვენჩურულმა კაპიტალისტებმა რეკორდული $47.4 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ $20 მილიარდი შეადგინა.