სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური ვიდეო გავრცელდა - კადრები, სადაც ქართველი ემიგრანტები მოულოდნელ ზარს პასუხობენ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს განსაკუთრებული გზავნილით მიმართა. ალბათ ყველამ ნახეთ, ვიდეორგოლი “მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ , სადაც მთავარი გმირი მომავალი თაობაა - თაობა, რომელიც მოძრაობას არ აჩერებს, არ უშინდება დაბრკოლებებს და ყველა სირთულის მიუხედავად საკუთარ გზას პოულობს.
ამ იდეის გაგრძელებად, 26 მაისს, ბანკმა ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი რეალურ ქმედებად აქცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მომავალი თაობის ხმებით დაუკავშირდა. კამპანიის ფარგლებში, ბანკი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 100 000 მომხმარებელს დაუკავშირდა. სატელეფონო ზარებში გამოყენებული იყო ბავშვების ხმები, რომლებიც ემიგრანტებს მადლობას უხდიდნენ იმ ძალისხმევისა და ღვაწლისთვის, რასაც ისინი საკუთარი ოჯახების, მომავალი თაობისა და ქვეყნის მომავლის შენებაში დებდნენ, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობდნენ. კამპანიის გზავნილი-„მომავალი არ ჩერდება,მომავალი მოდის“—თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არა მხოლოდ წარსულში მოპოვებულ ისტორიულ მოვლენად, არამედ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად და უწყვეტ პროცესად წარმოაჩენს, რომლის ნაწილიც ემიგრანტებიც არიან.


































