მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან - კალაძე

კობახიძე და კალაძე
26.11.24 13:15
995

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატურას მალე წარუდგენენ, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

ჟურნალისტის კითხვას ქვეყნის მომავალ პრეზიდენტსა და მისი არჩევის კრიტერიუმებზე, კახა კალაძის თქმით, ის უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი და არ უნდა ატარებდეს უცხო ძალების ინტერესებს.

„ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატურას. პირველ რიგში, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან, არ უნდა ასრულებდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების დავალებებს. ის უნდა იცავდეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების არსებობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკურ ძალების არსებობას მივესალმებით. მე დღეს ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა, იმ გადმოსახედიდან, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მინდა მისი განვითარება, წინსვლა, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები