მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლიდან, X-ი მოგებაზე გავა - ლინდა იაკარინო

მასკი და იაკარინო

ილონ მასკის სოციალური ქსელი X-ი, რომელსაც, თავის დროზე, Twitter-ი ერქვა, მომდევნო წლის დასაწყისიდან მოგებაზე გავა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, ლინდა იაკარინომ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პლატფორმაზე 1500-მდე სარეკლამო დამკვეთი დაბრუნდა, მათ შორის ასი უდიდესი დამკვეთისგან - ოთხმოცდაათი.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის მოსვლით Twitter-ის ისტორიაში ერთობ ტურბულენტური პერიოდი დაიწყო, რომელმაც კომპანიის ფინანსური მდგრადობა შეარყია. როგორც იმ დროს გაირკვა, კომპანიის $44 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, ილონ მასკმა აღმოაჩინა, რომ კომპანიის მენეჯმენტში და სამომხმარებლო ბაზაში სერიოზული ხარვეზები იყო - სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თავის დროზე, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა რომ გადაიფიქრა.

მას შემდეგ, კომპანიიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter-ის მომხმარებლების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი ბოტი იყო, რაც, ცხადია, ცუდ გავლენას ახდენს არამხოლოდ კომპანიაზე, არამედ მის შემოსავლებზეც.

რეალურად, ასეც მოხდა, რადგან ბევრმა კომპანიამ, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამებს ათავსებდა, Twitter-თან თანამშრომლობაზე უბრალოდ უარი თქვა. 2021 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდებოდა, კომპანიის შემოსავლის 90%-ს სწორედ რეკლამები შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით, სარეკლამო შემოსავალი 40%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლებთან ერთად, საგრძნობლად შემცირდა Twitter-ის პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები