მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალი წლიდან "დრაივს" მომხმარებლის ამომცნობი მოწყობილობა დაემატება“ – McDonald’s Georgia

63ce487aba673
თინათინ ნატმელაძე
24.01.23 00:20
2224
“მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე შენგელია #BMGDRIVE-ში აცხადებს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების განხორციელებას გეგმავს, რომელიც სერვისით სარგებლობას უფრო მოსახერხებელს გახდის.

„ბაზარზე საკმაოდ დიდი და მზარდი კონკურენციაა, შესაბამისად ჩვენც ამ ზრდას მივყვებით, კონკურენცია გვიბიძგებს, რომ არ მოვდუნდეთ და ჩვენს მომხმარებლებს არამხოლოდ მენიუში, არამედ ტექნოლოგიურადაც ბევრ სიახლეს ვთავაზობთ.

მაგალითად, შემდეგ წელს დრაივზე დაყენდება ისეთი მოწყობილობები, რომელსაც მომხმარებლის იდენტიფიცირება შეეძლება- თქვენს წინა შეკვეთას დაიმახსოვრებს, რაც დრაივს ბევრად უფრო სწრაფს გახდის.

სიახლეები იგეგმება მაკდონალდსის აპლიკაციაშიც, მომავალი წლიდან მომხმარებელს შეეძლება, რომ წინასწარ ტელეფონიდან შეუკვეთოს და როცა ადგილზე მივა მისი შეკვეთა უკვე გამზადებული დახვდება. საერთო ჯამში, ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ, ეს კი ჩვენს მომხმარებლებზე დადებითად აისახება,“ - განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს „მაკდონალდს საქართველო“ 3 ახალ რესტორანს, მათ შორის რეგიონშიც გახსნის, თუმცა შენგელია ამ ეტაპზე რეგიონს არ აკონკრეტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები