მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავალი ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს" - უკრაინის ახალი პრემიერი

სერგეი კორეცკი

უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და კომპანია Naftogaz-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სერჰი კორეცკიმ რადას წინაშე დღეს გამოსვლისას მოსალოდნელ ენერგეტიკულ სირთულეებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზამთრის პერიოდისთვის მომზადება იქნება.

"სრულად ვაცნობიერებ, რომ ეს ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად და სახელმწიფოს კრიტიკული სისტემების მუშაობის გასახანგრძლივებლად, აუცილებლად გავაერთიანებთ ძალებს", - განაცხადა პრემიერმა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრემიერად დანიშვნამდე კორეცკი პარლამენტს მის პრიორიტეტებზეც ესაუბრა. მისი თქმით, მომდევნო თვეებსა თუ წლებში უკრაინამ თავდაცვის ძალების მომარაგებაზე და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზეც მუშაობა განსაკუთრებით უნდა გააძლიეროს. კორეცკის განმარტებით, სამხედრო ინდუსტრიის გაფართოება, ბიზნესის მხარდაჭერა და საერთაშორისო დახმარების ეფექტიანად გამოყენება ახალი სამთავრობო გუნდისთვის პრიორიტეტი იქნება. ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისიც დააანონსა, რომ მთავრობა ფრონტის ხაზზე მცხოვრებ მოსახლეობას სოციალურ დახმარებას გაუზრდის და ყველაფერს გააკეთებს მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამასთან, კორეცკის კაბინეტი ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესსაც დააჩქარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები