მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალში NVIDIA-ს კაპიტალიზაციამ, შესაძლოა, $50 ტრილიონს მიაღწიოს – პროგნოზი

nvidia

ტექნოლოგიური გიგანტების ზრდა გრძელდება და ამ ყველაფრის ფონზე, ინვესტორები სამომავლო პროგნოზებს აკეთებენ. Tesla-ს და Amazon-ის ადრეული ინვესტორი ჯეიმს ანდერსონი მოელის, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 50 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც ამჟამინდელთან შედარებით დაახლოებით 1,500%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, NVIDIA-ს საბაზრო შეფასება უფრო მეტი იქნება, ვიდრე ამჟამად ამერიკის, ჩინეთის და გერმანიის ეკონომიკების მოცულობა ჯამურადაა.

როგორც ანდერსონი განმარტავს, NVIDIA-ს ზრდა-განვითარების წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს, რადგან მის მიერ წარმოებული პროდუქციას საუკუნის მთავარი ინოვაცია - ხელოვნური ინტელექტი იყენებს, რომელიც მსოფლიოში რევოლუციას მოახდენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, NVIDIA-ს საუკეთესო ფინანსური შედეგები აქვს - მისი აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე თითქმის 3,000%-ითაა გაზრდილი, ხოლო საბაზრო შეფასება ამჟამად 3 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები