მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალში ქართულ და სომხურ საფინანსო სექტორებს შორის კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას ვიხილავთ - ოვანეს ხაჩატრიანი

ჰოვანეს ხაჩატრიანი
სტატიაში საუბარია:

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფინანსო სექტორში სომხური და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ძალიან ბევრი მაგალითი უკვე არის და მოლოდინია, რომ მომავალში ამ მიმართულებით უფრო მეტი ტრანზაქცია იქნება.

როგორც ოვანეს ხაჩატრიანმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფინანსური აქტივების შეძენით როგორც სომხეთში, ისე საქართველოში მულტინაციონალური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.

“საფინანსო სექტორში სომხური და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ძალიან ბევრი მაგალითი უკვე გვაქვს. ისეთ სფეროებში როგორიცაა ფინტექი, ფასიანი ქაღალდების კომპანიები, ახლად დაფუძნებული კრიპტოაქტივების მომსახურება და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ ვიხილავთ კიდევ მეტ ტრანზაქციას და მეტ რეალურ თანამშრომლობას, რაც უკეთეს სერვისებს მოუტანს ამ ქვეყნების მოსახლეობასა და ბიზნესებს.

უცხოელებს კი, რომლებიც რეგიონში ეწევიან ბიზნესს, ექნებათ უფრო მოქნილი კავშირი რეგიონთან, როდესაც საქმე აქვთ საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფთან, რომელიც საზღვრის ორივე მხარეს არის წარმოდგენილი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ბევრი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მულტინაციონალური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი ფინანსური აქტივებით როგორც სომხეთში, ისე საქართველოში”, - განაცხადა ოვანეს ხაჩატრიანმა.

ცნობისთვის, სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი Arins Group-ის მიერ საქართველოში "ტერაბანკის" აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება წელს აგვისტოში გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები