მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომდევნო 3-4 წელიწადში ბინას 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს - პრემიერი

625d3440cf7a5
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 12:15
1044
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წელიწადში ბინას მიიღებს.

“მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები