მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 4 წელიწადში სპორტის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა - კობახიძე

პარლამენტი
28.06.24 22:30
2044

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სპორტის განვითარებას, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ სულ მცირე თითოეულ მუნიციპალურ ცენტრში იყოს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურა.

"ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს სპორტის განვითარება ზოგადად და მასობრივი სპორტის განვითარება. დღეს საზოგადოებაში, ბავშვებში ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ კუთხით. თითქმის ყველა ბავშვს უნდა ფეხბურთზე, კალათბურთზე სპორტის სხვა სახეობებზე, ინდივიდუალურ სახეობებზე სიარული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ სულ მცირე თითოეულ მუნიციპალურ ცენტრში იყოს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურა და ამ მიზანს თანმიმდევრულად შევასრულებთ. ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილი. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმ ტენდენციას, რომელიც ბუნებრივადაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სპორტის განვითარებას, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ბატონი მიხეილ ყაველაშვილი საუბრობდა სპორტზე და მან მოიტანა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორი იყო ადრე მიდგომა და როგორი არის დღეს. სწორედ ამ მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია ქვეყანაში ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს სპორტის მიმართულებით. რაც შეეხება სპორტის სტრატეგიას, სისტემური მიდგომის დანერგვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ მომდევნო ოთხწლიანი გეგმის ჩარჩოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები