მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 6 თვეში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდება - PMCG

საქსტატი

PMCG კვლევითმა ცენტრმა 2024 წლის I კვარტალის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ეკონომისტები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ლარის გამყარებას, ინფლაციის მცირედით ზრდას, ექსპორტის მოცულობის შემცირებას და იმპორტის ზრდას ელიან.

უფრო დეტალურად, მომდევნო 6 თვის მაკროეკონომიკური პროგნოზები:

  • რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2024 წელს საშუალოდ 5.3%-ს შეადგენს.
  • მომდევნო 6 თვის ბოლომდე ,წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ლარი გამყარდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.
  • მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა - ამის შესახებ 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.4%-ია.
  • მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის შემცირება.
  • მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდა.

ასევე, გამოკითხვის თანახმად, 2024წლის I კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი შეფასება მცირედით გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის IV კვარტალის შეფასებასთან, ასევე, 2023 წლის I კვარტალის შეფასებასთან შედარებით.

2024 წლის I კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მცირედით დადებითია.

დოკუმენტი მოიცავს ქართველი ეკონომისტების პროგნოზებსა და შეფასებას საქართველოს ეკონომიკურ კლიმატთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები