მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 6 თვის ეკონომიკური მოლოდინები უარყოფითია - PMCG

639075dbae277
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 16:15
727
საკონსულტაციო სააგენტო PMCG-მ 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა განაახლა, რომელიც ნოემბერში ჩატარდა. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი 60-მა ექსპერტმა შეაფასა.

ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქართველი ეკონომისტები საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ. მათი შეფასება როგორც 2022 წლის მესამე კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.

„თუმცა გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ, როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვის მიხედვით გამოკითხულმა ექსპერტებმა საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი გააკეთეს, რომლის მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი საშუალოდ 9.5%-ს შეადგენს; ამასთან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომისტები ინფლაციის კლებას ელიან.

„ამჟამად, ქართული ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ ნაკლებად არის შეფასებული და რუსული რუბლისა და თურქული ლირას მიმართ კი უფრო მეტად არის შეფასებული“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოკითხულმა ექსპერტებმა ასევე საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი გააკეთეს. მათი პროგნოზებით, უახლოეს ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის მოცულობის ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა „გასულ ექვს თვესთან შედარებით, მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლებად ზრდა, ვიდრე იმპორტისა, რაც მოსალოდნელი სავაჭრო ბალანსის გაუარესებას გამოიწვევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები