მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომგებიანი ბანკების TOP-5

625e9b2399a99
ნინო ტაბატაძე
19.04.22 15:54
3637

2022 წელი საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობამ მოგებით დაიწყო. საბანკო სექტორი პირველ კვარტალში 413 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა. 2021 წლის ამავე პერიოდში მოგება 411.8 მლნ ლარი იყო.

ზარალზეა "ვითიბი ბანკი" (24 მლნ ლარი), რომელიც მშობელი რუსული VTB-სთვის დაწესებული სანქციების გამო, იძულებული გახდა მარტში პორტფელის უდიდესი ნაწილი დაეთმო. სესხების და დეპოზიტების პორტფელის ნაწილი - "ბაზისბანკმა", ნაწილი  "ლიბერთიმ" შეიძინა. ორივე მათგანი იანვარ-მარტის მონაცემებით, მომგებიანი ბანკების ხუთეულშია. "ბაზისბანკმა" უმსხვილესი ბანკების რეიტინგში მესამე ადგილზე დაწინაურებაზე განაცხადა.

მომგებიანი ბანკების რეიტინგი / 2022 წლის I კვარტალი

"თიბისი ბანკი" - 206.356 მლნ ლარი
"საქართველოს ბანკი" - 157.871 ლარი
"ბაზისბანკი" - 21.211 მლნ ლარი
"ლიბერთი ბანკი" - 16.465 ლარი
"პროკრედიტ ბანკი" - 10.014 ლარი

ბანკების საქმიანობის კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი ხვალ გაასაჯაროებს. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები