Socar Georgia Petroleum მომხმარებელს ლოიალობის ახალ პლატფორმა Socar Prime-ს სთავაზობს, რომელიც კომპანიამ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩაუშვა. ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი აცხადებს, რომ „Socar Prime-ს მომხმარებელი წელიწადში ასეულობით ლარის დანაზოგის გაკეთებას შეძლებენ“.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას Socar Georgia Petroleum-ის დირექტორი ახალი პროგრამის ბენეფიტებსა და პირობებზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთი კვირის ჭრილში პლატფორმას უკვე რამდენიმე ათასი მომხმარებელი ჰყავს. მისივე ინფორმაციით, ამ პროექტში Socar-ი ათეულობით კომპანიასთან თანამშრომლობს.
„Socar Prime უნიკალური ფორმა და მოდელია - ჩვენს ბიზნესში მსგავსი ჯერ არავის გამოუყენებია და ამ მიმართულებით პირველები ვართ, ეს არის ლოიალობის გამოწერის სერვისია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაზრდილი ფასდაკლებით ნაცვლად პირობითად 15-დან 25 თეთრამდე, 30 თეთრი იქნება მომენტალური ფასდაკლება 6 თეთრი იქნება ბენეფიტი. ამ სერვისისთვის მომხმარებელი თვეში 15 ლარს ან წელიწადში 150 ლარს იხდის და ამის სანაცვლოდ იღებს როგორც გაზრდილ ფასდაკლებას საწვავის ნაწილში, ასევე მაღალ ფასდაკლებებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან - მაგალითად, 40-50%-იან ფასდაკლებებს იღებს ავტონაწილებზე სამრეცხაოზე სპაზე, ფიტნესზე - უამრავ ისეთ სერვისზე, რომელიც ყოველწლიურად ან ყოველთვიურად მომხმარებელს ისედაც სჭირდება და მარტივად დათვლადია იმხელა სარგებელს იღებს თვეში 15 ლარის სანაცვლოდ. ერთი კვირის წინ დავიწყეთ დაანონსებულიც არ გვქონია და კომუნიკაციაც არ გვქონია ჯერ და რამდენიმე ათასი მომხმარებელი უკვე დარეგისტრირდა ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით Prime-ზე და გამოწერა დაიწყო. ძალიან დიდი იმედებით ვართ და ვფიქრობთ, ძალიან კარგი პროექტი წამოვიწყეთ, რაც მომხმარებლის კულტურას მთლიანად შეცვლის და ლოიალობას მეტად გაზრდის“, - განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა.




























