მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელი VS "აიფონ ჯორჯია" - რა ევალება კომპანიას GCCA-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებით?

აიფონი
30.12.24 11:09
795

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აიფონ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

სააგენტოს ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს.
  • უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება და ა.შ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები