მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელს არ აქვს განწყობა, ივაჭროს, ვინმეს საჩუქარი გაუკეთოს" - რა გავლენა ექნება მიმდინარე მოვლენებს რითეილ სექტორზე?

მარკეტები

ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე საუბრობს რითელ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავსს ვითარებაში მომხმარებლის ქცევა იცვლება და ის ხარჯების გაღებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, მაშინ როცა დეკემბერი რითეულ სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თვეა, ეს პროცესებს სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში იქამდე სანამ ქვეყანაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება, რაც პროცესების დეესკალაციას გამოიწვევს, საუბარი შეუძლებელია.

“რაც შეეხება დეკემბერს, რომელიც საცალო ვაჭრობაში ეს არის სიტუაცია, როცა 1 თვე უდრის 11 თვეს. 1 თვის განმავლობაში ნავაჭრი სწრაფად გენერირდება, მომხმარებლის ქცევა არის ფსიქოლოგიური მოვლენა, ასეთ დროს ადამიანის ქცევა იცვლება. რა არის ჩვენთვის შობა და ახალი წესი, არის ოჯახი, ტრადიცია, საჩუქრების შეძენა, იზრდება ხარჯი, ამ დროს საცალო ვაჭრობაში საშუალო ჩეკის მოცულობა იზრდება, იმიტომ რომ იქ არის სუფრასთან დაკავშირებული ხარჯები, ყველა ცდილობს აქციების გამოცხადებას რომ მოიზიდოს მომხმარებელი. ტენდენციურად არის ის რომ ყველაზე მაღალია ამ თვეში ნავაჭრი, მე არ შემიძლია ახლა შემცირდა თუ არა ნავაჭრი, იმიტომ რომ არცერთ ქსელს არ მივეკუთვნები. მე ვეჭვობ, რომ ის ხასიათი და განწყობა, რომელსაც მომხმარებელი ასახავს ყოველდღიურ ქმედებაში, ნამდვილად 99% შეცვლილია. არ მახსენდება არცერთი ღონისძიება, წვეულება, რაც სტიმულს აძლევს ნავაჭრის ზრდას.

თანამშრომლის პროდუქტიულობა მცირდება, მენეჯმენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება არსებულ ვითარებაში, არა თუ სამომავლო პერსპექტივაში, თუნდაც 1 კვირის პერსპექტივაში. მომხმარებელს არ აქვს განწყობა, შეცვალოს ქცევა და ივაჭროს, გაუკეთოს ვინმეს საჩუქარი ან იზეიმოს. მეტიც მე მაგალითად როგორც სუბიექტს და მოქალაქეს მერიდება კარგად ყოფნა,”- აცხადებს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები