მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბიზნესის არსებული მდგომარეობა და განვითარება დამუხრუჭებულია”-მირანდა მანჯგალაძე

მირანდა მანჯგალაძე

“ბიზნესის არსებული მდგომარეობა და განვითარება დამუხრუჭებულია”- ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვითარება კომპანიას განვითარების საშუალებას არ აძლევს და რთულდება პერსპექტივაში ბიზნესის განვითარების რაიმე სახის პროგნოზზე საუბარი. მისი შეფასებით, სასწრაფოდ არის მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც პროცესების დეესკალაციას გამოიწვევს.

“როდესაც ბიზნესის დაწყება ხდება კეთდება swot ანალიზი, რომელიც ორგანიზაციის ძლიერი და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებს და საფრთხეებს აერთიანებს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესის დაწყება, განვითარება, ბიზნესის არსებული სიტუაციის შეფასება ხდება, ამ ანალიზს იყენებენ, ამის მიხედვით ხდება სტრატეგიული დაგეგმარება.

შემიძლია აბსოლუტური ჭეშმარიტებით და დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ანალიზს თუ გააკეთებს ნებისმიერი კომპანია, დამუხრუჭებულია მისი არსებული მდგომარეობა და დამუხრუჭებული იქნება მისი ბიზნესის სტრატეგიული განვითარება 3 თვით, 6 თვით, 1 წლის ან 5 წლის განმავლობაში.

ეს არეულობა და არასტაბილურობა ბიზნესს არ აძლევს საშუალებას რომ განვითარდეს, აქედან გამომდინარე, სანამ არ მოხდება პროცესების დეესკალაცია, სანამ არ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, სანამ არ ფორმირდება სტაბილურობის ნიშანწყალი, შეუძლებელია ბიზნესმა ნორმალურად წარმართოს საქმიანობა და წარმატებით გადადგას ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და იარსებოს,”- ამბობს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები