მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებლებს Instagram-ის ალგორითმის კონტროლი შეეძლებათ?

turkey

ამერიკული ტექ-გიგანტის, Meta-ს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური ქსელი, Instagram-ი სისტემაში სიახლეების შეტანას აანონსებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ მოსერიმ ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგეგმება Instagram-ისთვის დამახასიათებელი “ხანმოკლე ვიდეოების” ფორმატის პარალელურად, ვრცელი მოცულობის ვიდეოების ატვირთვის ფუნქციის დამატება. როგორც მოსერი აცხადებს, ბოლო თვეების განმავლობაში უპირატესობა იმ პლატფორმებს მიენიჭათ, რომლებიც მომხმარებლებს როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ვიდეოების ფორმატს სთავაზობენ.

Youtube-ისა და Facebook-ის “გრძელი ვიდეოების” ფორმატის მსგავსი სიახლის დანერგვის პარალელურად, Instagram-ი “შენს ალგორითმზეც” მუშაობს. ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად გააკონტროლონ, თუ რა შინაარსის “კონტენტი” გამოჩნდება მათ კედელზე როგორც ე.წ. რილსების, ისე სურათების კუთხით. ამ ნაბიჯით კომპანია არამარტო TikTok-ისთვის კონკურენციის გაწევას, არამედ მომხმარებლებისთვის მეტი თავისუფლების მიცემასაც გეგმავს. კერძოდ, თუ TikTok-ის ალგორითმი თავად განსაზღვრავს, თუ რა მოხვდება თქვენს კედელზე, Instagram-ი ალგორითმში შესწორებების შეტანის საშუალებას მოგცემთ.

თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება, სავარაუდოდ, 2-4 წლის შუალედში დაინერგება, რაც შეეხება Youtube-ისა და Facebook-ის მსგავს ხანგრძლივ ვიდეოებს, ისინი გაცილებით მალე გამოჩნდება. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისაგან მოსერმა თავი ამჯერადაც შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები