მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის“ დარღვევისთვის სებ-მა ჯარიმების ოდენობა განსაზღვრა

სები

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ჯარიმები განისაზღვრა. ჯარიმები იდენტურია ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისთვის, მისი ზომის მიუხედავად.

ეროვნული ბანკი ბრძანებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე, მათ შორის, უსამართლო სტანდარტული პირობით/პირობებით გაფორმებულ თითოეულ ხელშეკრულებაზე ჯარიმის მოცულობა როგორც კომერციული ბანკის, ასევე მიკრობანკის, მისო-ს და სესხის გამცემი სუბიექტისთვის 5000 ლარით განისაზღვრა,

5000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უსამართლო კომერციული საქმიანობაზე - კერძოდ, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ფინანსური ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები