მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომსახურების სააგენტო მიმართავს მოქალაქეებს, ვისაც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება "უქმე დღეებში" უწევდა

საგამოძიებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

"გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 11 მაისიდან მიეცემათ. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აღნიშნულ პერიოდში აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, 11 მაისიდან, კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 მაისი", - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები