სოციალური მომსახურების სააგენტოს ივლისის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დახმარებას 452 753 მოქალაქე და 126 431 ოჯახი იღებს. მათგან, 154 888 ბავშვია. ანუ, საარსებო შემწეობის მიმღებთა 34.2% არასრულწლოვანია.
კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია რეგიონების მიხედვით 18 წელს მიუღწეველი სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ ასეთია:
- თბილისი - 41 886 პირი;
- გურია - 4 711 პირი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 102 პირი;
- კახეთი - 14 002 პირი;
- იმერეთი - 15 896 პირი;
- მცხეთა მთიანეთი - 3 935 პირი;
- სამეგრელო-ზემო თიანეთი - 19 734 პირი;
- სამცხე-ჯავახეთი - 3 407 პირი;
- ქვემო ქართლი - 26 303 პირი;
- შიდა ქართლი - 10 957 პირი;
- აჭარა - 11 955 პირი.
2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.