მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებელი ყველა დეტალს აკვირდება, ბევრი კითხვა ისმება სეისმომედეგობაზე“ – „გუმბათი ჰოლდინგი“

644a65c6dcacc
სალომე ხიდურელი
27.04.23 21:12
705
კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 9 წელია ოპერირებს, თბილისში პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს „ვაკე რეზიდენსს“ აშენებს. როგორც კომპანიის დირექტორი სოსო მაჩაიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ჰყვება, წლების მანძილზე სამშენებლო ტენდენციები შეიცვალა და დღეს მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა შენობის სეისმომედეგობაზე ისმება.

„ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ამ მასშტაბთან ერთად ტენდენციებიც შეიცვალა, მომხმარებლები გაიზარდნენ: ადრე თუ ადამიანს არ აინტერესებდა რა ხარისხის მასალებს იყენებდი, დღეს ყველა დეტალს აკვირდებიან. ძალიან ბევრი კითხვაა სეისმომედეგობაზეც“ , - ამბობს სოსო მაჩაიძე.

„ვაკე რეზიდენსის“ პროექტი 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე 100 ათასი კვ.მ. ფართობის კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოიცავს. როგორც „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორი აღნიშნავს, მშენებლობა მიწისძვრასთან დაკავშირებული ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.

„საქართველოს კანონმდებლობით ვიცით, რომ თბილისი არის 8-ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი ქალაქი. ჩვენ თავიდანვე, როცა ვამუშავებდით კონსტრუქციულ ნახაზებს, ეს სტანდარტები შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩვენივე სიმშვიდისთვის გავაკეთეთ მაღალი სტანდარტის საექსპერტო დასკვნა, რომ მშენებლობა ნამდვილად შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც მიღებულია არა მარტო საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიც, სადაც უფრო მეტად არის სეისმური ზონები განვითარებული.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სტანდარტი, რომელიც მეცნიერების მიერაა დადგენილი, ყველანაირი სირთულის გარეშე განხორციელდება და შენობა მდგრადობას შეინარჩუნებს“, - აცხადებს სოსო მაჩაიძე.

როგორც „გუმბათი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი BMGTV-ზე სტუმრობისას ჰყვება, „ვაკე რეზიდენსის“ პროექტი ხუთი ბლოკისგან შედგება, რომელთაგანაც პირველ, მესამე და მეოთხე ბლოკებზე მშენებლობა ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტში გათვალისწინებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები. სამშენებლო სამუშაოები სრულად 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები