მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონში გარკვეული ხარვეზებია - დეპუტატი

63a03bee6c411
BM.GE
19.12.22 14:44
387
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოკვლევაზე დღეს ეკა სეფაშვილმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა და შეეხება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის გადასადგმელ საკანონმდებლო და პრაქტიკულ ნაბიჯებს.

ეკა სეფაშვილი შესაბამის კვლევებს 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა: მან, პარლამენტის წევრის კითხვით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, ზეპირი მოსმენები ჩაატარა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საცალო ვაჭრობის კომპანიებთან, კონკურენციის სააგენტოსა და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან.

„ანგარიშმა აჩვენა, რომ კანონი შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს და მოითხოვს დაზუსტებას ვადების მიმართებით, ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით და სხვა. თუმცა, როგორც განვლილმა პერიოდმა და სხვადასხვა ბაზრის მონაწილეებთან განხილვებმა დაგვარწმუნა, საკმაოდ კარგად სრულდება კანონი, არ არის ისეთი გამოწვევა, რომელიც ბიზნეს გარემოს არ შეუძლია დაძლიოს და აითვისოს, შესაბამისად მცირე ხარვეზები, რომელიც კანონს გააჩნია და რომელიც ძირითადად დაზუსტებებს მოითხოვს, ამას ჩვენ გავასწორებთ და შევეცდებით, რომ კანონი უფრო მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, - „მომხმარებლის უფლებებზე ბევრი სხვა პროცესი და ბევრი კანონია აწყობილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს მისი განხორციელება. ასეთი კვლევები აჩენს თუ რაიმე ხარვეზი აქვს კანონს, როგორ შეიძლება დაიხვეწოს, განვითარდეს და უფრო ეფექტური და ქმედითი კანონი მივიღოთ“.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც დაინტერესებული პირები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც საბოლოო ანგარიშში აისახება.

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის პროექტის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II-ის (AA Facility) ტექნიკური დახმარებით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები