კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) წელს მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 60 176 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოაქვეყნა.
იანვარ-აპრილში, GCCA-ის გადაწყვეტილებით:
- მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
2026 წლის 4 თვეში, სააგენტოში მომხმარებლების 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.




























