მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით, 9.5%-მდე შეამცირა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ განაკვეთის შემსუბუქება კვლავ გაგრძელდება, თუ ეგზოგენური შოკები და რისკები არ იქნება.

მისი თქმით, ინფლაციის დონე და პროგნოზი იძლევა შესაძლებლობას შერბილება ფრთხილი ნაბიჯებით განაგრძონ.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ნახევარი პროცენტით შევამცირეთ პოლიტიკის განაკვეთი. დღეიდან ის 9.5%-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ეტაპობრივად ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელიც არის დაბალი და ჩვენს მიზნობრივ 3%-თან ახლოს. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ არ მოხდა რამე მოულოდნელი გარე შოკი, ან რამე რისკი, ჩვენ კვლავაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, ძალიან დეტალური დაკვირვებით გარემო პირობებზე.

ჩვენი მთავარი მანდატია, უზრუნველვყოთ ფასების სტაბილურობა და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეყრდნობით ინფლაციის პროგნოზებს. დღეს, პროგნოზიც და რეალური ვითარებაც გვაძლევს შესაძლებლობას შერბილება ფრთხილი ნაბიჯებით განვაგრძოთ", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები