მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონეტარული სფერო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის - კოვზანაძე

62e1160e52033
BM.GE
27.07.22 15:07
621
„ეროვნული ბანკის წარმოდგენილ ანგარიშგებაში სასურველი იყო გამოკვეთილიყო, პარლამენტის გასული წლის დადგენილებაში ასახულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირებები, თუმცა ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები რეკომენდაციების შესრულების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულია", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასაწყისში განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს ისმენენ.

ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა, რამდენად გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ანგარიშის განხილვისას გამოთქმული პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 2021 წელს მონეტარული სფერო იყო და სამწუხაროდ, წელსაც არის მთავარი გამოწვევა საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები