ქართული ორგანული ბიო ჩაი Montea პროდუქტს ექსპორტზე აბუ-დაბიში გაიტანს, ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ განუცხადა. მისი თქმით, Montea არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ორგანული და ნატურალური პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა "Organic & Natural Expo Dubai 2021"-ზე იყო წარმოდგენილი და საექსპორტო კავშირებიც იქ დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ Montea-მ ასორტიმენტს ორი ახალი პროდუქტი ხილისა და დეტოქს ჩაი დაამატა, რომელიც „აგროჰაბში“ უკვე იყიდება.
“გამოფენაზე ყველა პროდუქტი გვქონდა წარმოდგენილი, სადაც რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან მოლაპარაკებები გვქონდა, კონკრეტულ შეთანხმებას აბუ-დაბის ერთ-ერთ კომპანიასთან მივაღწიეთ და თებერვლიდან ჩვენი დაფასოებული ჩაის მიწოდებას დავიწყებთ. გარდა ამისა, ორი ახალი პროდუქტი ხილის და დეტოქს ჩაი დავამატეთ. დეტოქს ჩაი თავის შინაარსით უნიკალურია, აქვს გამწმენდი თვისებები და წონაში კლებას ხელს უწყობს“ - განმარტავს Montea-ს დამფუძნებელი.