მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody’s-ის მოლოდინები მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს - მინისტრის მოადგილე

ფინანსთა სამინისტრო
27.03.24 13:14
424

„სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. რეიტინგის ძლიერი მხარეები ტრადიციულად გახლავთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, მაღალი ფისკალური დისციპლინა, ინფლაციის დაბალი ტემპი და ძლიერი ინსტიტუციონალური გარემო. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5 %-ის დონეზეა მოსალოდნელი.

სააგენტო დადებითად აფასებს ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალ ტენდენციას და მიჩნეულია, რომ ის არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რისი მიზეზიც ერთი მხრივ გახლავთ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგი. ცნობისათვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლების განმავლობაში ისტორიულად, რეიტინგის ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია, შესაბამისად, ამ ტენდენციის გაუმჯობესება აისახება რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე. რომ შევაჯამოთ დღეისათვის სამივე ძირითადი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით საქართველოს რეიტინგი შეფასებულია BB ან Ba2- დონეზე, რაც ეკვივალენტური შეფასებებია სხვადასხვა შკალით. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, გვაქვს სტაბილური, ხოლო Fitch-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები