მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody's-ის შეფასებით Pfizer-ი მინიმუმ $5 მილიარდის ღირებულების ვაქცინებს გაყიდის

5fd6703f7a87b
BM.GE
13.12.20 23:24
1376
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ფარმაცევტული კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წლის განმავლობაში Pfizer-ი COVID-19-ის ვაქცინის რეალიზაციით $5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამასთან, Moody-ის აღნიშნავს, რომ Pfizer-ის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ორგანიზაცია ვაქცინის თითოეულ პარტიაში მოგების მარჟას გაითვალისწინებს და ამ პროდუქტს საქველმოქმედო ღირებულებით არ გაყიდის. 

Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, 2021 წელს ისინი 1.3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ, აქედან საწყის ეტაპზე 100 მილიონ დოზას აშშ შეიძენს, რომელიც შემდგომში 600 მილიონი დოზის შესყიდვის უფლებას იტოვებს (ვაქცინა ორჯერ კეთდება). Moody's-ის შეფასებით, ფარმაცევტული კომპანიისთვის ყველაზე შემოსავლიანი ბაზარი სწორედ აშშ იქნება, სადაც გაყიდვების მოცულობა მინიმუმ $1.95 მილიარდ დოლარზე არის პროგნოზირებული. 

შეგახსნებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინას აშშ-ის FDA-ს ავტორიზაცია უკვე გააჩნია, რის შედეგადაც მომდევნო კვირაში აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყება. 

აშშ-ში ამ დრომდე COVID-19-ის 16.2 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული, ამასთან ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი საშუალოდ 200,000-ით იზრდება. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 298 ათასს შეადგენს. გლობალურად კი ინფიცირებულთა რაოდენობა 71.9 მილიონი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1.61 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები