გავლენიანმა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაცია Moody’s-მა ამერიკის შეერთებულ შტატებს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეუმცირა.
ორგანიზაციის განმარტებით, ამერიკის მთავრობის ვალის მოცულობა, ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა და კონგრესში არსებული დაძაბული ვითარება ანალიტიკოსებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუარესებისკენ უბიძგებს.
სამომავლო პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, ამერიკას ისევ AAA რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იდეალური საინვესტიციო გარემოა.
აღსანიშნავია, რომ Moody’s-ის გადაწყვეტილებას ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის სამომავლო პერსპექტივის გაუარესება აზრს მოკლებული ნაბიჯია, რადგან პლანეტის #1 ეკონომიკას არც ახლა და არც მომავალში არავითარი საფრთხე არ ემუქრება.