Moody’s-მა ჩინეთის მთავრობის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ქვეყნის მთავრობის საკრედიტო პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე ჩამოქვეითდა.
ცვლილების მიუხედავად, ქვეყნის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ისევ A1 დონეზეა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთს საინვესტიციო სტატუსი აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესებულია.
Moody’s-ის განმარტებით, პერსპექტივის გაუარესება პირდაპირ კავშირშია შენელებულ ეკონომიკურ ზრდასთან, საწარმოო აქტივობის შემცირებასთან, მცირე ბიზნესის მოწყვლადობასთან და კოლაფსის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორთან.