Moore, რომელიც 100 წლოვანი Moore Global-ის წევრი კომპანიაა და საქართველოში უკვე 17 წელზე მეტია ოპერირებს, ბიზნესებს სრულფასოვან აუთსორს საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობს. ეს სერვისი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სანდო, გამჭვირვალე და ეფექტური ფინანსური აღრიცხვა, სრული შტატის ბუღალტერთა გუნდის შენახვის გარეშე.
Moore -ის პარტნიორი თეონა აბდუშელიშვილი ამბობს, რომ აუთსორს საბუღალტრო სერვისი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური აღრიცხვის პროცესები მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდს მიანდონ.
„ჩვენი სერვისი გულისხმობს არა ერთი ბუღალტრის, არამედ გამოცდილი გუნდის მომსახურებას. ეს ნიშნავს ოთხი თვალის პრინციპით კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომის რისკს. თითოეული ოპერაცია გადის მრავალ საფეხურიან შემოწმებას, ხოლო რეპორტები მზადდება დათქმულ ვადებში და აბსოლუტური სიზუსტით,“ – აცხადებს თეონა აბდუშელიშვილი.
მისი თქმით, Moore ონლაინ-ქლაუდ საბუღალტრო სისტემებს იყენებს, რაც მომხმარებლებს ფინანსურ მონაცემებთან ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოწყობილობიდან წვდომის საშუალებას აძლევს.
Moore -ის აუთსორს სერვისი მოიცავს:
- სრული საბუღალტრო აღრიცხვას ან მხოლოდ იმ ბლოკების დაფარვას, რომლებიც კომპანიას კონკრეტულად სჭირდება – მაგალითად, მთავარი ბუღალტრის მომსახურება, რომელიც მოიცავს დეკლარაციების მომზადებას და არსებული საბუღალტრო გატარებების გადამოწმება/გასწორებას და შესაბამის რეპორტინგს, , ხელფასების ნაწილში მხარდაჭერა, საგადასახადო კონსულტაციას და ა.შ.
- სიზუსტეს და შესაბამისობას – გუნდი დეტალურად ამოწმებს პირველადი დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მომხმარებელს აცნობს შესაძლო რისკებს.
- მოქნილობასა და ეფექტურობას – ფინანსური მონაცემების სწრაფი მიღება, დამუშავება და ასახვა საშუალებას აძლევს კომპანიებს მუდმივად ჰქონდეთ სრულყოფილი სურათი საკუთარი ფინანსების შესახებ.
- მონაცემთა დაცვასა და რეგულაციებთან შესაბამისობას, რაც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის კრიტიკულია.
- ქლაუდ ბუღალტერიას, რომლის მეშვეობითაც ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, უსაფრთხოდ და სანდოდ.
Moore ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა პროცესი სტანდარტიზებულია, კონტროლირებადი და ხარისხზე ორიენტირებული – შესაბამისად, კლიენტი იღებს სანდო, ზუსტ და გამჭვირვალე მომსახურებას.
ISO 9001:2015 არის საერთაშორისო ხარისხის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის მუშაობა მიმდინარეობდეს გამართული პროცესებით და მომხმარებელი მიიღოს მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურება.
თეონა აბდუშელიშვილი აღნიშნავს, რომ აუთსორს ბუღალტერია განსაკუთრებით ეფექტურია მზარდი, მასშტაბირებაზე და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიებისთვის:
“ბევრ ბიზნესს დღეს ურჩევნია, ძირითადი რესურსი ოპერაციულ ზრდაზე მიმართოს, ხოლო ფინანსური აღრიცხვა პროფესიონალებს მიანდოს. ჩვენი გუნდი მათ სრულად ონლაინ რეჟიმშიც ემსახურება და პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.“




























