მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოპედებს ადამიანები, უმეტესწილად, საცობების გამო ყიდულობენ - NIU

NIU

ბოლო წლებში, ტექნოლოგიების დანერგვა ავტომობილებისა და მოპედების მწარმოებელმა კომპანიებმაც დაიწყეს, რადგან სხვანაირად, ქალაქში მობილობის გაუმჯობესება, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ქალაქში გადაადგილებისთვის ავტომობილის ან ელექტრომობილის ალტერნატივად, როგორც წესი მოპედები ითვლება. მზარდი მოთხოვნის ფონზე კი, კომპანიებმა ელექტრომოპედების წარმოება დაიწყეს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია NIU-ა, რომელსაც საქართველოში “თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი Auto Gallery წარმოადგენს.

როგორც Auto Gallery-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა, ორბორბლიან ტრანსპორტს, მომხმარებლები, როგორც წესი, საცობებისგან თავის ასარიდებლად ყიდულობენ.

“მთავარი მიზეზი, რომლის გამო ადამიანები მოპედებს ყიდულობენ - საცობებია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მძღოლი დამეთანხმება, რომ საცობებში ძალიან დიდ დროს ვკარგავთ - პირადად მე, დღეში ერთი საათი მეკარგება, ავტომობილით რომ გადავადგილდები, ხოლო ეს დრო ძალიან ძვირფასია, რადგან შემიძლია ის ოჯახთან ერთად გავატარო.

მოპედები და, ზოგადად, ორბორბლიანი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილებას ამარტივებს და დიდი ხანია, რაც ამას დასავლური ცივილიზაცია ამტკიცებს. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ იმოგზაუროთ, ნახავთ, რომ ქუჩებში ბევრი მოპედი და ახლა უკვე ელექტრომოპედი დადის, რომლებიც გაცილებით უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო მათი დამუხტვა - უფრო მარტივია”, - განაცხადა ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში საქართველოში NIU-ს მოპედების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რომლებიც ელექტრომოპედებს ჩვეულებრივ, ანუ შიდა წვის ძრავის მქონე მოპედებთან და ავტომობილებთან შედარებით აქვს.

“ავტომობილთან შედარებით, ნებისმიერი ტიპის მოპედი გაცილებით უფრო ეკონომიურია, მიუხედავად იმისა, ავტომობილს ჩვეულებრივი ძრავი აქვს თუ ჰიბრიდული. მოპედის მომხმარებელი დამეთანხმება, რომ ავზის საწვავით გავსებას დაახლოებით 5-7 ლარი სჭირდება, თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინი იაფი არ არის.

საპირწონედ ამისა, ელექტროსკუტერის დამუხტვა საკმაოდ მარტივია, შეგვიძლია ელემენტი ამოვიღოთ, სახლში ავიტანოთ და ჩვეულებრივ დენცქვიტაში შევაერთოთ და მისი დამუხტვის ღირებულება ერთ ლარზე ნაკლები იქნება. მოპედით სიარული ისედაც უფრო იაფი გამოდის, მაგრამ ელექტრომოპედის შემთხვევაში, ეს ღირებულება ხუთჯერ ნაკლებია.

ელექტრომოპედით გაადადგილება და მისი მოვლა საკმაოდ მარტივია, ხოლო ფასი საკმაოდ იაფია. ჩვენს შოურუმში, მაგალითად, ქიქ-სკუტერის ფასი 2,000 ლარიდან იწყება, ხოლო მოპედების საწყისი ფასი 6,000 ლარია, რაც, დამეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებისთვის საკმაოდ კარგი ფასია”, - აღნიშნა Auto Gallery-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები