მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოქალაქეები შსს-ის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ" - უწყების განცხადება

შსს
13.10.24 14:54
1581

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათი სახელით მოქალაქეები გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საკითხს შსს-ის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები